ფეხბურთი

15:54 | 8.03.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ლევანდოვსკიმ რუსეთთან მოთანამშრომლე ელექტრონულ ფირმასთან გაწყვიტა კონტრაქტი

მიუხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოოვსკიმ, ელექტრონულ ფირმა Huawei-სთან გაწყიტა კონტრაქტი, ამ კომპანიის რუსეთთან თანამშრომლობის გამო - წერს Fakt.

წყაროს ინფორმაციით, ლევანდოვსკიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაზეთმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ეს ჩინური კომპანია რუსეთს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ეხმარება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება რობერტ ლევანდოვსკისა და ბრენდ Huawei-ს შორის მარკეტინგული თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე.

ჩვენგან ყოველგვარი სარეკლამო მომსახურება გაუქმებულია.“ - განაცხადა თავდამსხმელის მენეჯერმა, ტომაშ ზავიშლაკმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:41 | 22.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ის დორტმუნდი მომენატრა, ძაან მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ

0.074115