ფეხბურთი

12:52 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ ედენ აზართან მოლაპარაკება დაიწყო

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალის“ ბელგიელ ნახევარმცველთან, ედენ აზართან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწო - გვამცნობს Defensa Central.

სავარაუდოდ, ზაფხულში აზარი „სამეფო კლუბს“ დატოვებს, მან უკვე განუცხადა ხელმძღვანელებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. „კაჭკაჭებმა“ კი ახლავე დაიჭირეს თადარიგი, ბელგიელში ვინმე რომ არ შეეცილოს.

აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ 2019 წელს გადავიდა 115 მილიონ ევროდ, მაგრამ ტრავმებმა გააწამა და ხეირიანად არც უთამაშია.

მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩსაატარა და 1 საგოლე გადაცემით „გამოირჩა.“

0.116862