მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელს, ლუის სუარესს, კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი გამოუჩნდა - წერს Marca.
კლუბს და ფეხბურთელს ჯერ არ ულაპარაკიათ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. სამაგიეროდ ურუგვაელით „ინტერი,“ „სევილია,“ „აიაქსი“ და რამდენიმე ბრაზილიური კლუბი დაინტერესდნენ. თავად სუარესს ესპანეთში დარჩენა სურს.
სუარესი „ატლეტიკოში“ „ბარსელონადან“ 2020 წელს გადავიდა 7 მილიონ ევროდ.