ფეხბურთი

11:23 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თუ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, თითოეული ფეხბურთელი საჩუქრად 500 ათას გირვანქას მიიღებს

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail. თუ ლონდონის „არსენალი“ სეზონის ბოლოს ჩემნპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მისი თითოეული ფეხბურთელი საჩუქრად ნახევარ მილიონ გირვანქას მიიღებს.

„არსენალს“ 2017 წლის შემდეგ აღარ უთამაშია უვროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარ ტურნირში. არადა, ამჯერად მიკელ არტეტას გუნდს ლიგაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამჟამად „მეთოფეები“ 48 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან, რაც სანუკვარ საგზურს იძლევა.

უშუალო მდევარი „მანჩესტერ იუნაიტედი“ მათ ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ „არსენალს“ სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.114202