საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიაში“ ტრანსფერს გამოეხმაურა.
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საქმე ისაა, რომ სანიკიძე „ვირტუსში“ 2009-2012 წლებში თამაშობდა და ბოლონიურ კლუბს ძალიან კარგად იცნობს.
„ვირტუს ბოლონიამ“ აირჩია დიდი მოთამაშე, მებრძოლი, შრომისმოყვარე, ლიდერი და უპირველეს ყოვლისა ნამდვილი ადამიანი, დიდი ბიჭი, სავსე გულით! ფორცა „ვირტუს!“ თოკო ერთ-ერთი ჩვენგანია. თოკო, შენ მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ჩამოხვედი“, - წერს სანიკიძე.
„ვირტუს ბოლონიაში“ 2009-2012 წლებში ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა, ხოლო შენგელიამდე ცსკა-დან ხუთი დღის წინ დანიელ ჰაკეტი დაიმატა. გარდა ამისა, გუნდში ისეთი გამოცდილი მოთამაშეები არიან, როგორებიც მარკო ბელინელი და მილოშ ტეოდოსიჩი გახლავთ. „ვირტუსი“ იტალიის სერია A-ში 16 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ოლიმპია მილანოს“ ჩამორჩება, უახლოეს შეხვედრას კი 13 მარტს, თანაქალაქელ „ფორტიტუდოსთან“ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ იტალიური კლუბი ევროლიგაზე არა, მაგრამ ევროთასის გათამაშებაში მონაწილეობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარ ხალხშია თოკო. თანაც თავადაც ისეთი ძალა დაემატა რომ წესით ჩემპიონობა უნდა დადონ.
ტეოდოსიჩი და თოკო რა მაგარი დუეტი იქნება, უნდა დახატონ ორივემ