ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მის გუნდს პირველი თამაში 2:0 აქვს მოგებული, არაფერს ნიშნავს.
„პირველი მატჩი 2:0 რომ გვაქვს მოგებული? ზოგადად, ეს ის უპირატესობაა, რომელიც ფეხბურთში ყველაზე ხშირად იქაჩება. თუ იფიქრებ, რომ უკვე შუა გზაზე ხარ, შეცდები. პირველი მატჩი ძალიან რთული იყო და შედეგმა არ უნდა მოგვატყუოს. ჩვენ მშვენივრად ვიცით „ინტერის“ თვისებები და ის ფაქტი, რომ „ნერაძურიმ“ ბოლო თამაში 5:0 მოიგო. გარდა ამისა, ისინი აქ მოსაგებად მოდიან, მაგრამ ჩვენც ამისთვის ვითამაშებთ და დაცვით ტაქტიკას არ ავირჩევთ“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგო, ხოლო „ენფილდ როუდზე“ საპასუხო შეხვედრა 8 მარტს გაიმართება.