დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი დავიდ ნერეშმა შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის შეტევის გამო გუნდი დატოვოს და ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
UOL-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელით ადგილობრივი ფეხბურთის ორი გრანდი - „სან პაულო“ და „ფლამენგო“ არიან დაინტერესებული.
„სან პაულოში“ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება, მაგრამ „ფლამენგო“ მზადაა სრულად დაფაროს ნერეშის ხელფასი.
აღსანიშნავია, რომ ნერეში „შახტარს“ მხოლოდ ამ ზამთარს შეუერთდა და ოფიციალურ მატჩებში არ უთამაშია. ბრაზილიელი ფეხბურთელი "შახტარში" "აიაქსიდან" 15 მილიონ ევროდ გადავიდა.