კალათბურთი

17:33 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია იტალიურ კლუბთან ახლოსაა, მაგრამ ცსკა ფულად კომპენსაციას ითხოვს

თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ ტრანსფერო უახლოეს ხანში გაოფიციალურდება.

იტალიურმა გუნდმა 8 მარტს ევროთასის განაცხადი უნდა დაარეგისტრიროს და ტრანსფერის დადასტურებაც მანამდეა მოსალოდნელი. თუმცა, ბოლონიელებს ფულის გადახდა მოუწევთ.

შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი დღეს ოფიციალურად უნდა გაწყვიტოს, მაგრამ რუსები იტალიელებისგან ფულს ითხოვენ. 5 დღის წინ ცსკა-დან ბოლონიაში დანიელ ჰაკეტი გადავიდა 100 ათას ევროდ, თუმცა შენგელიას სანაცვლოდ მოსკოვური გუნდი უფრო დიდ კომპენსაციას ითხოვს. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, თორნიკე იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე კონტრაქტზე მოურიგდა.

საქმე ისაა, რომ შენგელიას ამ სეზონში ევროლიგაში თამაში აღარ შეუძლია, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში სურს თამაში, რომლის უფლებასაც „ვირტუსი“ მოიპოვებს თუ არა, უცნობია. ამიტომაც, კონტრაქტი მხოლოდ ოთხთვიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა.

0.116204