ფეხბურთი

16:30 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორეს 11-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანური „ელჩეს“ ფეხბურთელ ხავიერ პასტორეს 11-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფაა.

„ბარსელონასთან“ მატჩის მიწურულს (1:2) „ელჩეს“ ფეხბურთელები პენალტის ითხოვდნენ, რაც არ დაკმაყოფილდა, ხოლო სათადარიგო სკამზე მყოფი პასტორე ძალიან გაბრაზდა. მან მსაჯს დაუყვირა: „ბო**ს შვილო!“

ხავიერმა მთავარი არბიტრის, ერნანდეს ერნანდესისგან წითელი ბარათი მიიღო, ხოლო სადისციპლინო კომიტეტი ამ საკითხს იკვლევს და არგენტინელ ფეხბურთელს 4-დან 11 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

0.103332