კალათბურთი

15:18 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანას" მწვრთნელი: "გოგამ შესანიშნავად ითამაშა, მის გამო ბედნიერი ვარ"

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მატჩში (123:133) 20 ქულა ჩააგდო, რაც მისი ამერიკული კარიერის რეკორდია.

მატჩის შემდეგ ქართველ კალათბურთელზე კომენტარი „ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გააკეთა.

„შესანიშნავად ითამაშა და წუთები გამოიყენა. თუმცა, სმიტმაც კარგად ითამაშა, „ვაშინგტონის“ დაბალი შემადგენლობის წინააღმდეგ ვიფიქრე, რომ ის უკეთესი იქნებოდა. მაგრამ გოგამაც ძალიან ითამაშა. სროლა არ გაუცუდებია, დაცვაშიც კარგი იყო და მოხსნებიც ჰქონდა. მის გამო ბედნიერი ვარ“, - თქვა კარლაილმა.

გოგას შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მისმა თანაგუნდელმა მალკოლმ ბროგდონმაც ილაპარაკა:

„შესანიშნავი იყო. თამაშში როცა ჩაერთო, თავისი წვლილი შეიტანა და გუნდს დაეხმარა. დიდი გავლენა ჰქონდა დაცვაშიც და შეტევაშიც. მას სჭირდებოდა ასეთი თამაში. ძალიან ბევრს მუშაობს და გრძელი გზა გაიარა NBA-ში მოხვედრიდან. ნამდვილად ვხედავ როგორ ვითარდება პარკეტსა და მის მიღმა. ის იმსახურებს, რომ ასეთი მატჩები უფრო ხშირად ჰქონდეს“, - აღნიშნა ბროგდონმა.

შეგახსენებთ, „ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 44 წაგებით მე-13 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, შინ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.

0.117943