სხვა

3:06 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა ლიდერობა განიმტკიცა

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. შვეიცარიის ლენცერჰაიდეში გამართული გიგანტური სლალომი მან მეოთხე ადგილზე დაასრულა, თუმცა აბსოლუტურში მისი მთავარი კონკურენტი, სლოვაკი პეტრა ვლჰოვა პირველივე ცდაზე შეცდა, ფინიშს ვერ მიაღწია და უქულოდ დარჩა.

ამერიკელს პოირველ ცდაზე მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ რადგან ვლჰოვა ასპარეზობას გამოეთიშა, შიფრინმა მეორე ცდაზე სიფრთხილე ამჯობინა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა. ის 0.77 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ფრანგ ტესა ვორლის (ფოტოზე).

ვორლიმ 0.29 წამით აჯობა მეორეზე გასულ იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს. ოლიმპიური ჩემპიონი, შვედი სარა ჰექტორი კი გამარჯვებულს 0.31 წამით ჩამორჩა და კვარცხლბეკზე მესამე საფეხური დაიკავა.

გიგანტურ სლალომში დაკავებული მეოთხე ადგილით, შიფრინმა აბსოლუტურში დამატებით 50 ქულა მიიღო და ვლჰოვასთან უპირატესობა 117 ქულამდე გაზარდა. მსოფლიო თასზე კი სულ ექვსი რბოლაღა დარჩა ჩასატარებელი.

0.111646