კალათბურთი

1:06 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 4 ქულა და "ბეტისის" მარცხი უშუალო კონკურენტთან

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში სევილიის „ბეტისმა“ „ბურგოსს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი მატჩი 71:74 წააგო.

ბექა ბურჯანაძემ მასპინძელთა რიგებში 20:04 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 4 ქულით და 7 მოხსნით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

ამ მარცხით „ბეტისმა“ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, სწორედ „ბურგოსმა“ გაუსწრო, ხოლო მომდევნო ტურში 13 მარტს, „ბარსელონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110093