ფეხბურთი

17:27 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი "ჩელსის" ფანებზე, რომლებმაც აბრამოვიჩს უმღერეს: "ახლა ამის დრო არ არის"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბის გულშემატკივრები გააკრიტიკა, რომლებმაც სტადიონზე რომან აბრამოვიჩს უმღერეს.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ახლა მხოლოდ სოლიდარობის დროა, რომელიც კლუბმა და ფანებმა ერთად უნდა გამოხატონ.

„ახლა ამის გაკეთების დრო არ არის. თუ სოლიდარობას გამოვხატავთ, ერთად უნდა გამოვხატოთ. ახლა სხვა მესიჯების გავრცელების დრო არ არის. ჩვენ ამას უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ, ომთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ არსებობს, მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ. ერთად უნდა ვიყოთ, როგორც კლუბი“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ყიდის, თუმცა, ჯერ კლუბი არ გასხვისებულა და ისევ რუსი ოლიგარქის მფლობელობაში რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111025