საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, მალტაზე, ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე მასპინძელი ქვეყნის გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 3:1 დამარცხდა.
შეხვედრაში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან ერთადერთი გოლი, 66-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნინიძეს მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.
მალტასთან მეორე ტესტ-მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 8 მარტს, თბილისის დროით ისევ 14:00 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც 23, 26 და 29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.
23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი