ფეხბურთი

15:14 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ვიცით, რომ სკუდეტოს მოგებით უკვდავები გავხდებით"

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს და ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის კარგად აქვს გათავისებული „ნაპოლისთვის“ სკუდეტოს მოგება როგორი წარმატება იქნება და აღნიშნა, რომ თუ ამის გაკეთებას მოახერხებენ, უკვდავები გახდებიან.

„მეტოქე ჩვენზე მეტად მოტივირებული ვერ იქნება, ჩვენ და ჩვენი გულშემატკივრები ისტორიას ერთად ვწერთ. გვინდა, რომ სკუდეტოსთვის ჩვენი შანსი გამოვიყენოთ. ვიცით, რომ გვაქვს შანსი ჩვენი კარიერა ამ ტიტულის მოგებით უკვდავი გავხადოთ. თუმცა, სეზონის ბოლომდე დიდი გზაა და ძლიერი კონკურენტები გვყავს. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მილანი“ 57-57 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ლიდერი კი 58 ქულით „ინტერია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105594