საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ჯოვინო ფლამარიონთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ბათუმური კლუბის ვებგვერდი ცნობით, ბრაზილიელი თავდამსხმელი „დინამოში“ 2023 წლის ბოლომდე დარჩება. 25 წლის შემტევი ზღვისპირელებს 2017 წელს შეეურთდა და მას შემდეგ გუნდში გამორჩეული ფიგურაა.
2020-2021 წლების სეზონი მან იჯარით „როტორში“ გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა. ჯოვინოს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს.