საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ჩერნოგორიის წინააღმდეგ მართავს.
ქართველთა აქტიურობის მიუხედავად, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში საყაიმოა - 0:0. პატარა "ჯვაროსნები" მეტოქეს მატჩის ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიან, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს.
ჯგუფის მეორე მატჩში კვიპროსმა კატერალისის 92-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით რუმინეთი 1:0 დაამარცხა.