ფეხბურთი

23:42 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, მამარდაშვილის კონკურენტმა ხაუმემ ავტოგოლი გაიტანა (+VIDEO)

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 27-ე ტურში „გრანადა“ 3:1 დაამარცხა და ბოლო ერთ კვირაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა (ორი ლა ლიგაში, ერთი - თასზე).

ხოსე ბორდალასის გუნდის რიგებში ამჯერად გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, რადგან სიცხე აქვს და ყელი სტკივა, ამიტომაც, ის ხაუმე დომენეკმა შეცვალა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წარმატებით.

ხაუმეს მხოლოდ 1 სეივი ჰქონდა და რაც მთავარია, ავტოგოლი გაიტანა. 56-ე წუთზე ფლანგური პასის მერე ესპანელმა მეკარემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. „ღამურების“ რიგებში გოლები გონსალო გედეშმა, მაქსი გომესმა და კარლოს სოლერმა გაიტანეს.

„ვალენსიამ“ ბოლო ორი გამარჯვებით სატურნირო ვითარება გაიუმჯობესა, 36 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, სტუმრად „ხეტაფესთან“ გამართავს და მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილი სათამაშოდ მზად იქნება.

0.107252