„მილანის,“ „რეალისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა, მუსლიმანობა მიიღო, თუმცა სახელს არ შეიცვლის.
„მადლობა სასიამოვნო გზავნილებისთვის ჩემს მუსლიმანურ ოჯახში გაერთიანებასთან დაკავშირებით. მიხარია, მსოფლიოში უამრავ ძმასა და დას რომ შევუერთდი. მადლობა ჩემს მომხიბლავ სოფიას, რომელმაც ისლამის მნიშვნელობა უფრო ღრმად გამაგებინა.
სახელს არ შევიცვლი. დაე მერქვას ის, რაც მშობლებმა დამარქვეს. ვუგზავნი დიდ სიყვარულს მთელ მსოფლიოს.“ - დაწრა ზეედორფმა ინსტაგრამში.