როჯერ ფედერერის მწვრთნელი სევერინ ლუთი ამბობს, რომ სავარაუდოდ, შვეიცარიელი ჩოგბურთელი უიმბლდონზე თამაშს ვერ შეძლებს, რადგან მუხლის ტრავმა ჯერ ბოლომდე ვერ მოუშუშებია.
ფედერერმა უიმბლდონზე შარშან მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, რომ მუხლზე ოპერაციას იკეთებს. ეს ბოლო ორ წელიწადში მისთვის მესამე ოპერაციაა, რის შემდეგაც, სარეაბილიტაციო პერიოდი გაუგრძელდა.
„ამ მომენტში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ის უიმბლდონზე თამაშს შეძლებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ამჟამად ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ის ჯერაც სარეაბილიტაციო ფაზას გადის. არამხოლოდ მუხლი და ფეხების კუნთები აქვს აღსადგენა, არამედ მთელი სხეული გასაძლიერებელია. მზადების სრულფასოვანი პროგრამა აქვს გასავლელი“, - ამბობს ლუთი.
ფედერერი ამჟამად 40 წლისაა. მას დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული, მათგან რვა უიმბლდონზე. ის ტავადვე აღიარებს, რომ დიდი დროის გაცდენის შემდეგ, მის ასაკში, ATP-ს ტურზე დაბრუნებაც კი რთული გამოწვევაა.
„მინდა, ჩემ თავს ტურზე დაბრუნების შანსი მივცე. რეალისტი ვარ, სწორად გამიგეთ. კარგად ვიცი, რამდენად ძნელია ამ ასაკში, ოპერაციის შემდგ ამის გაკეთება. მაგრამ მინდა, რომ გამოვჯანმრთელდე და თამაში ისევ შევძლო“, - ამბობს ფედერერი.