ფეხბურთი

20:05 | 5.03.2022 | ნანახია 740 - ჯერ

ევრო 2028-ს მასპინძელი პრაქტიკულად გაირკვა

ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მათ უეფაში ერთობლივი განცხადება ერთი თვის წინ შეიტანეს და ტურნირის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტები არიან.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი თურქეთსაც აქვს შეტანილი, მაგრამ სავარაუდოდ, კანდიდატურას მოხსნის. აღსანიშნავია, რომ თურქებმა 2016 და 2024 წლებშიც წარადგინეს კანდიდატურა, მაგრამ მასპინძლობის უფლება ვერ მიიღეს.

ევრო 2028-ის მასპინძლობა რუსეთსაც სურდა, თუმცა ცხადია, უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, უეფა მის ვარიანტს არც განიხილავს. მოსალოდნელია, რომ უეფა გადაწყვეტილებას 2023 წლის შემოდგომაზე ოფიციალურად გამოაცხადებს.

თეგებიევრო 2028

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117627
სარეკლამო ადგილი - 99
X x X