„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში „გრანადასთან“ ვერ ითამაშებს.
21 წლის ფეხბურთელს ტონზილიტი აქვს (ყელის ტკივილი), რის გამოც განაცხადში ვერ მოხვდა. გიორგის ნაცვლად „ღამურების“ კარს ხაუმე დომენეკი დაიკავებს.
მამარდაშვილს ბოლო მომენატამდე ელოდებოდა ხოსე ბორდალასი, მაგრამ სიცხემ და ყელის ტკივილმა არ გაუარა, რის გამოც დღევანდელ შეხვედრაში იუქმებს. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე დღეში ქართველი კარის დარაჯი სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 მატჩი და ხუთჯერ მშრალად შენახული კარია. 21 წლის კარის დარაჯმა ბოლო 6 მატჩი ზედიზედ ჩაატარა, სამჯერ გოლი არ გაუშვა, მათ შორის უკანასკნელ ორი შეხვედრაში. „ვალენსია“ „გრანადას“ დღეს დაუპირისპირდება.