ტურინის „იუვენტუსს“ „მანჩესტერის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას აქტიურად უკავშირებენ. ფრანგ ფეხბურთელს ინგლისელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და სავარაუდოდ, მას დარჩენილ 4 თვეში აღარ განაახლებს. ამიტომ, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.
მასიმილიანო ალეგრის პოგბას დაბრუნება სურს, ისევე, როგორც ფრანგი ფეხბურთელის სურვილია 6 წლის შემდეგ ტურინში დაბრუნდეს. „იუვეს“ პოგბას ხელში ჩაგდება, რომელიც 2016 წელს „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა, უფასოდ შეეძლება.
თუმცა, არსებობს დაბრკოლება ხელფასის სახით: პოგბა „იუნაიტედში“ 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, „იუვეს“ კი მისთვის მხოლოდ 7.5 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია, რამდენსაც დუშან ვლაჰოვიჩს უხდის. ამიტომ, ფრანგს ხელფასის დაკლებაზე დათანხმება მოუწევს. გარდა ამისა, ტურინელები მზად არიან პოლს ბონუსებიც შესთავაზონ.
29 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერში“ 219 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში ჩატარებულ 178 შეხვედრაში თავი 34-ჯერ გამოიჩინა.