ფეხბურთი

12:52 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალია მზადაა უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს და უკრაინის ჩემპიონატის მატჩები ჩაატაროს

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა უკრაინულ კლუბებს იტალიაში უმასპინძლოს, რომ ჩემპიონატების მატჩები გაიმართოს.

როგორც პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ აღნიშნა, იტალია მზადაა უკრანელი ლტოლვილები მიიღოს და თამაშებს ორგანიზება გაუკეთოს.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ უკრაინელი ლტოლვილები და მატჩები ჩავატაროთ. ფეხბურთი ისეთ ერთიანობას გამოხატავს, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ჩვენ ერთიანები და თანმიმდევრულები ვართ, ვყვირით - არა ომს. ვინც პატივს სცემს სიცოცხლეს და ადამიანურ ღირსებას, უკრაინაში რუსეთის თავდასხმას ყველა გმობს“, - თქვა გრავინამ.

იტალიური ფეხბურთის ბოსს არ დაუდასტურებია ეს მხოლოდ უკრაინის პრემიერლიგის გუნდებს ეხება თუ პირველი ლიგის გუნდებსაც. მოგეხსენებათ, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყდა.

0.114643