ველოსპორტის საერთაშორისო კავშირმა (UCI) „ინეოს გრენადერსის“ რუს ველომრბოლ პაველ სივაკოვს, მოქალაქეობის შეცვლის და საფრანგეთის სახელით ასპარეზობის უფლება მისცა.
სივაკოვი იტალიაშია დაბადებული. ის რუსი ველომრბოლების შვილია. შემდეგ ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც პაველი გაიზარდა და ველომრბოლად ჩამოყალიბდა. ამიერიდან, სპივაკოვი საფრანგეთის ჩემპიონატში იასპარეზებს და საფრანგეთის სახელით, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე გამოსვლის საშუალება ექნება.
„საფრანგეთში ვაგიზარდე და განათლება მივიღე. აქ შემიყვარდა ველოსპორტი და რბოლებში გამოსვლაც აქ დავიწყე. ეს ჩემი სახლია“, - ამბობს სივაკოვი და დასძენს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა.
„დიდი ხანია, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მსურს და UCI-ში შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნილიც მქონდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ეს საქმე დავაჩქარე. ახლა ჩემი გონებით უკრაინელ ხალხთან ვარ. ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ადამიანი, მეც მშვიდობა და ომის სასწრაფოდ დასრულება მსურს“.