"ნანტის" ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი კარიერას ფრანკფურტის "აინტრახტში" გააგრძელებს. გერმანული კლუბის ინფომაციით, ფეხურთელი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდება და "აინტრახტთან" კონტრაქტს 2027 წლის ივლისამდე გააფორმებს.
კოლო მუანი "ნანტის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. რანდალი აღნიშნული კლუბის აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 29 მატჩში ათი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.