ფეხბურთი

19:37 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად სპალეტი დაასახელეს

იტალიის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად სპორტულ გამოცემათა ხელმძღვანელებმა "ნაპოლის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სპალეტიმ გუნდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით პირველ ადგილზე იმყოფება. გასულ თვეში ლუჩანოს გაწვრთნილმა გუნდმა "ლაციო" (2:1) და "ვენეცია" (2:0) დაამარცხა, ხოლო "კალიასთან" (1:1) და "ინტერთან" (1:1) ფრედ დაასრულა შეხვედრები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112871