ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელიც 25 მარტიდან ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე (Adidas Next Generation Tournament) მიიღებს მონაწილეობას, სადაც მოსკოვის ცსკა-ს ჩაანაცვლებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება ქართული კალათბურთისთვის მონაწილეობის პირველი პრეცედენტი.
Euroleague Basketball Next Generation Tournament ყოველწლიური ტურნირია, რომელიც 2002 წლიდან იმართება და მისი გენერალური სპონსორი კომპანია Adidas-ია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ევროპის საუკეთესო სპორტული ფრენჩაიზების 18-წლამდელთა გუნდები
2020-2021 წლების სეზონზე, რომელსაც ვალენსია მასპინძლობდა, მონაწილეობას იღებდნენ: „ბაიერნის“, „ცრვენა ზვეზდას“, „ბურსას“, „ვალენსიას“, მეგა მოზარდის“, „რეალის“ და სხვა კლუბების 18-წლამდე გუნდები, ხოლო ტურნირის ისტორიაში მესამედ გამარჯვება ესპანურმა Real Madrid-მა მოახერხა.
აკადემიის გუნდი ჩაერთვება რიგით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალაქ პატრასში. თითო საკვალიფიკაციო ჯგუფში არის 8 გუნდი, 7 კლუბი ან აკადემია, ხოლო 1 მონაწილე არის აუცილებლად ”Next Generation Team”, რომელიც სპეციალურად შექმნილია ადიდასის მიერ. ყველა საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს გარანტირებულ ადგილს ფინალში.
25 მარტის თამაშები:
U18 „ბარსელონა“ - ზაზა ფაჩულიას აკადემია
U18 ზაზა ფაჩულიას აკადემია - მაკაბი თელ ავივი
26 მარტის თამაშები:
U18 ოლიმპიაკოსი - ზაზა ფაჩულიას აკადემია







