ფეხბურთი

12:35 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "მე არ მითქვამს, რომ ლეგიონერები რჩებიან"

რუსეთის თასის მერვედფინალში ყაზანის „რუბინმა“ ვოლგოგრადის „როტორი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ ლეგიონერების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მე არ მითქვამს, რომ შევთანხდით და ისიინ რჩებიან. მე ვთქვი, რომ ლეგიონერებს წასვლის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ და ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატს ლეგიონერები ტოვებენ, თუმცა, „რუბინი“ ჯერ არცერთ უცხოელს არ დაუტოვებია. ხვიჩა კვარაცხელიამ „როტორთან“ 75 წუთი ითამაშა და თავი არ გამოუჩენია.

0.11827