ავტოსპორტი

2:59 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულმა“ ფერსტაპენს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუგრძელა

„რედ ბულმა“ დაადასტურა კვირის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჩემპიონ მაქს ფერსტაპენთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის შესაბამისადაც, ჰოლანდიელი პილოტი ავსტრიულ გუნდში 2028 წლის ბოლომდე დარჩება.

ხარებს კონტრაქტის ფინანსური მხარე არ გაუმხელიათ, თუმცა ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფერსტაპენი სეზონში 50 მილიონ ევროს მიიღებს.

„რედ ბულმა“ და ფერსტაპენმა ბოლოს კონტრაქტი 2020 წელს გააგრძელეს. მისი ვადა 2023 წლის სეზონის ბოლოს მთავრდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ფერსტაპენი ჩემპიონი გახდა, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის დიდი ხნით დაეტოვებინა.

გუნდების ბიუჯეტის შეზღუდვის პირობებში, „რედ ბული“ მაინც მოახერხებს ფერსტაპენისთვის მაღალი ხელფასის გადახდას, რაშიც ახალ სპონსორებთან გაფორმებული კონტრაქტები დაეხმარება.

„ძალიან მომწონს „რედ ბულ რეისინგში“ ყოფნა. ამიტომ, როცა კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია“, - ამბობს ფერსტაპენი, ვინც გასულ სეზონში ტიტულის მოპოვების შემდეგ განაცხადა, რომ „რედ ბულში“ სიამოვნებით დარჩება 10-15 წლით.

0.12182