ფეხბურთი

0:00 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანიელი: "სუპერლიგა ერთ კაცს არ შეუქმნია, 12 გუნდმა შექმნა და 120-გვერდიანი კონტრაქტი გააფორმეს"

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ სუპერლიგის პროექტი არ ჩაშლილა და მის დამფუძნებელ 12-ვე გუნდს ორგანიზაციასთან კონტრაქტი აკავშირებს.

„ჩემი აზრით, ევროპულ ფეხბურთს რეფორმა ძალიან სჭირდება. მე არ მივიღებ კითხვებს ტებასთან დაკავშირებით, მასზე მისი განცხადებები თავისთავად მეტყველებს. სუპერლიგა არ ჩაშლილა. უეფამ იცოდა, რომ მე, როგორც „იუვენტუსის“ პრეზიდენტი, რაღაც განსხვავებულზე ვმუშაობდი. ეს არის 12 გუნდის კოლექტიური ნამუშევარი და არა მხოლოდ ერთი ადამიანის. ამ 12 კლუბს აქვს 120-გვერდიანი კონტრაქტი და ეს ჯერ კიდევ სავალდებულოა 11 გუნდისთვის.

საჭიროა უფრო ღრმა რეფორმები. „იუვენტუსს“ 5 წლის ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვხედავ? 5 წელიწადში ვხედავ, რომ „იუვე“ ითამაშებს ყველაზე მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირში“, - თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სუპერლიგის შესახებ საუბარი ისევ გააქტიურდა.

0.118185