ფეხბურთი

20:56 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა: "ფიფამ და უეფამ ჩვენი უფლებები დაარღვიეს"

რუსეთის საფეხბურთო კავშირი ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სარჩელი ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეიტანა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უახლოეს მატჩებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის საფეხბურთო კავშირი დაჟინებით მოითხოვს საქმის დაჩქარებულ პროცედურას. RFU მიიჩნევს, რომ ფიფასა და უეფას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი რუსული გუნდებისა და ნაკრების საერთაშორისო ასპარეზიდან გასარიცხად.

„ფიფამ და უეფამ დაარღვიეს, RFU-ს, როგორც მათი ორგანიზაციების წევრის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფიდან ჩვენი მოხსნა მეტოქეების ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული, რამაც დაარღვია სპორტის პრინციპი და სამართლიანი თამაშის წესები. რუსეთის საფეხბურთო კავშირს არ მიეცა საკუთარი პოზიციის წარმოდგენის უფლება, რითაც ფუნდამენტური უფლება კიდევ ერთხელ დაირღვა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ფიფამ და უეფამ არ გაითვალისწინეს მოქმედების სხვა შესაძლო ვარიანტები, გარდა მონაწილეთა სრული გარიცხვისა“, - წერს რუსეთის საფეხბურთო კავშირი.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ რუსული ფეხბურთი საერთაშორისო ტურნირებიდან გაურკვეველი ვადით უკრაინაში წარმოებული ომის გამო გარიცხა.

თეგებირუსეთი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116912