ფეხბურთი

19:59 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტებასი: "სუპერლიგის კლუბები პუტინზე უფრო მეტს იტყუებიან"

ევროპის სუპერლიგის პროექტი ისევ წინა პლანზე გამოვიდა. უცხოური მედია აქტიურად წერს, რომ განახლებული ფორმატით სუპერლიგას სულ მალე საჯაროდ წარმოადგენენ.

ამ საკითხს ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოეხმაურა და თქვა, რომ სუპერლიგის კლუბების პრეზიდენტები უფრო მატყუარები არიან, ვიდრე პუტინი.

„სუპერლიგაში ჩართული სამი კლუბი („იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ - რედ) უფრო მეტს იტყუება, ვიდრე პუტინი. გამოდის, ეროვნული ლიგის ხელმძღვანელები იდიოტები ვართ, რადგან ყველანი ამ პროექტის წინააღმდეგ ვართ. ანიელი „ბარსელონას“ და „რეალის“ პრეზიდენტებს საკუთარ სახლში შეხვდა. ახლა ისინი ამბობენ, რომ სუპერლიგაში მუდმივი ადგილი არცერთ გუნდს არ ექნება, ისინი უზარმაზარ ზიანს გვაყენებენ“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტი გასული წლის აპრილში ჩავარდა, მაგრამ ახლა განახლებულ პროექტს წარადგენენ, რომლის თანახმად, სუპერლიგა ორ დივიზიონად დაიყოფა, თითოში 20-20 გუნდით და მასში მონაწილეობის უფლებას გუნდები შიდა ჩემპიონატების შედეგებით მიიღებენ.

0.11975