ფეხბურთი

18:42 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ბელარუსიც დასაჯა

უეფამ ბელარუსი დასაჯა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ბელარუსის ნაკრებსა და კლუბებს საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა.

„უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ ბელარუსის ყველა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს, რომლებიც უეფას ტურნირებში მონაწილეობენ, ნეიტრალურ მოედნებზე თამაში მოეთხოვებათ. გარდა ამისა, მატჩებს მაყურებლებიც არ დაესწრებიან.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შემდგომში რიგგარეში სხდომებს მოიწვევს, რათა გადახედოს სამართლებრივი და ფაქტობრივი ვითარების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი გადაწყვეტილებები მიიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბელარუსამდე უეფამ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებიდან საერთოდ მოკვეთა.

0.113522