საქართველოს ნაკრებისა და "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
K ლიგის მესამე ტურში ვაკომ "სუვონის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1), რის შედეგადაც სწორედ K ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია.
აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი პენალტი გააცუდა.