ფეხბურთი

15:18 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

“რომას“ ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„ძვირფასო მეგობრებო. მახსოვს როდესაც პირველად ჩავიცვი სომხეთის ნაკრების მაისურა პანამასთან ამხანაგურ მატჩში. ისიც კარგად მახსოვს პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ესტონეთს რომ გავუტანე. როგორი ძნელიც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის გამარჯვებისკენ მივისწრაფოდი.

დიდი პატივი იყო 15 წლის განმავლობაში მცმოდა ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა. 6 წელიწადს კი მისი კაპიტანი ვიყავი. ჩატარებული 95 მატჩის შემედეგ, გადავწყვიტე სომხეთის ნაკრებში კარიერა დავასრულო და მთელი ყურადღება კლუბში გამოსვლაზე გადავიტანო.

ჩემი საფეხბურთო ბუდე სომხეთში დაიწნა და უზომოდ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვერდში მედგა და მქომაგობდა.“ - წერს ტვიტერში მხითარიანი.

0.113044