ფეხბურთი

13:49 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: „ლაპორტას ჩემი მოშორება თავიდანვე უნდოდა“

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, მისი მოშორება მიზანმიმართულად უნდოდა.

„ლაპორტას მწვრთნელად არ მოვწონდი. ასეთი განცდა მისი მოსვლისთანავე დამეუფლა. თანადგომას ვერ ვგრძნობდი მისგან.

ფული ჩემთვის განმსაზღვრელი არ იყო. ძალიან მინდოდა „ბარსელონაში“ წარმატებული ვყოფილიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ლაპორტას ჩემი მოშორება უნდოდა, რადგან მისი მიყვანილი არ ვიყავი.

ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, რომ ჩავის მთავარ მწვრთნელად არ დაიშნვდა, რადგან გამოცდილება აკლდა. ალბათ ეს მხოლოდ ფარი იყო, რომლის უკანაც იმალებოდა,“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს Algemeen Dagblad.

კუმანი „ბარსელონაში“ 2020 წლის ზაფხულიდან 2021-ის ნოემბრამდე მუშაობდა.

0.148738