„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა, მადრიდის „რეალის“ დამრიგებლის, კარლო ანჩელოტის კანდიდატურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს - გვამცნობს ESPN.
ანჩელოტისთვის შესაძლო სამუშაოს შეთავაზებას მოკლე ვადით აპირებენ. იტალიელ სპეციალისტს კარგი დამოკიდებულება აქვს ალექს ფერგიუსონთან და კლუბის გენერალურ დირექტორ რიჩარდ არნოლდთან.
ხანგრძლივი პერსპექტივით კი ისინი „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცის მაურისიო პოჩეტინოს და ამსტერდამის „აიაქსის“ მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურებს განიხილავენ.
„ეშმაკუნების“ ამჟამინდელ დამრიგებელს, რალფ რანგნიკს, კლუბთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.