ჭიდაობა

3:00 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი და ბელარუსი მოჭიდავეები შეჯიბრებებიდან მოკვეთა

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი და ბელარუსი დასაჯა. შედეგად, რუს და ბელარუს მოჭიდავეებს ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა.

გარდა ამისა, UWW-ს ვებგვერდი იტყობინება, რომ 2022 წელს რუსეთსა და ბელარუსში არცერთი შეჯიბრი არ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაზე რუსეთს დიდი გავლენა აქვს, ამიტომაც, საკმაოდ გასაკვირი იყო, რომ იმ სპორტულ ფედერაციებს შეუერთდა, რომლებმაც რუსეთს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115411