ფეხბურთი

16:38 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ამჟამინდელ ნაკრებში ნაკლებია კრეატიულობა და მოთამაშეთა ხარისხი"

საქართველოს და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა. ბრიტანული მედია თურქული "ქასიმფაშას" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს დაუკავშირდა და "ჯვაროსნების" შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

გლაზგოს "რეინჯერსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრიტანულ Express-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თაობა საუკეთესო არაა.

"სიმართლე ითქვას, ეს თაობა საუკეთესო არაა. ჩემს თაობაში კარგი ფეხბურთელები გვყავდა - ქეცბაია, ქინქლაძე, მე, მომდევნო თაობის წარმომადგენლები იყვნენ კობიაშვილი, ხიზანიშვილი, რომელთაც კარგი სათამაშო ხარისხი ჰქონდათ. მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. წინა თაობასთან შედარებით, ერთი-ორი ნიჭიერი ფეხბურთელი შეგვიძლია გამოვარჩიოთ." - განაცხადა არველაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისში ირლანდიის ნაკრებთან 1:2 წააგო. არველაძე თავის კოლეგა თემურ ქეცბაიას დაცვითი სტილის თამაშისთვის არ ადანაშაულებს.

"ყველას უნდა ითამაშოს ისე, როგორც ჩვენ ადრე ვთამაშობდით, მაგრამ ახლა გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობს, რადგან ჩვენ ნაკრებში ნაკლებია კრეატიულობა და მოთამაშეთა ხარისხი."

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171432