ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი ქვეყნის გუნდებს მოუწოდა, რომ რუს ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და პერსონალის სხვა წევრებთან კონტრაქტები არ გააფორმონ.
„ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ არ გააფორმოთ კონტრაქტები და არ გქონდეთ ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის ბელარუსის რესპუბლიკის სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან და პერსონალის სხვა წევრებთან გადაწყვეტილების შემდგომ მიღებამდე. ჩვენი ფედერაცია აწარმოებს სამართლებრივ კვლევას და კონსულტაციებს ფიფასა და უეფასთან ამ ქვეყნებიდან ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის რეგისტრაციის შესაძლო აკრძალვაზე“, - ნათქვამია ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთს სპორტში თითქმის ყველა საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა სახის სანქციები დააკისრა, უმეტესობამ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში რუს სპორტსმენებს, კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს მონაწილეობა აუკრძალა.







