ფეხბურთი

2:18 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდობა უკრაინას: ანდრეი შევჩენკოს მიმართვა და "მილანის" აქცია მადონინაში

იტალიის თასის ნახევარფინალში მილანური დერბი გაიმართა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო.

„სან სიროს“ ტრიბუნებზე უკრაინის დროშის ფერების ბანერები განთავსდა, რომელზეც ეწერა: „მშვიდობა“. ცხადია, იტალიელემა ტიფოზებმა ეს ბანერები ხელში დაიჭირეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

მატჩის წინ სტადიონის დიდ ეკრანზე ანდრეი შევჩენკოს ვიდეომიმართვაც გავრცელდა:

„ძვირფასო იტალიელო მეგობრებო, „სან სიროდან“ გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა უკრაინაში მშვიდობისთვის. უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს, რადგან მას არ აქვს საზღრები. ის, რაც გვაერთიანებს, უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ის, რაც გვყოფს. მოდით, ეს ომი ერთად შევაჩეროთ“, - თქვა შევჩენკომ.

რაც შეეხება მატჩს, ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი, რომლის მასპინძელი „ინტერი“ იქნება, 20 აპრილს გაიმართება.

0.134923