მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (ვორლდ ათლეტიკსი) შეუერთდა იმ ფედერაციებს, რომლებმაც რუს და ბელარუს ათლეტებს, თავიანთ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება ჩამოართვეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რაც ნაწილობრივ ბელარუსის ტერიტორიიდანაც მოხდა, სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციები, ერთმანეთის მიყოლებით უერთდებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოწოდებას, არ დაუშვან შეჯიბრებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.
ვორლდ ათლეტიკსმა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას, თავისი წევრობა ჯერ კიდევ 2015 წელს შეუჩერა, რისი მიზეზიც, რუსი მძლეოსნების მიერ, დოპინგის მასობრივად გამოყენებას მოჰყვა. ამასთან, რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებში, ნეიტრალური დროშით გამოსვლის უფლება შეუნარჩუნა.
მსოფლიო ფედერაცია, თავისუახლოეს საბჭოზე, რომელიც მალე გაიმართება, ბელარუსისთვის წევრობის შეჩერებასაც განიხილავს. ახალი სანქციის შესაბამისად, ახალი სანქცია იმ რუს სპორტსმენებსაც შეეხება, რომლებსაც ნეიტრალური ათლეტის სტატუსით შეეძლოთ ასპარეზობა.
„ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციები შემომეღო, როდესაც მათი მთავრობა დინების წინააღმდეგ მიდს. წინღმდგი ვარ იმის, რომ პოლიტიკოსებმა სპორტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეძლონ. მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა. მთავრობები, ბიზნესები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რუსეთს ყველა სექტორში სანქციებს უწესებენ. სპორტიც უნდა შეუერთდეს ომის საწინააღმდეგო აქციას და ხელი შეუწყოს მშვიდობის დამკვიდრებას. ჩვენ განზე არ უნდა განვდგეთ“, - ამბობს ვორლდ ათლეტიკსის პრეზიდენტი სებასტიან კოე.