ფეხბურთი

1:10 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ომი საშინელებაა, მაგრამ აბრამოვიჩზე შეკითხვების დასმა უნდა შეწყვიტოთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ რომან აბრამოვიჩის უკრაინასთან ომთან კავშირზე ჰკითხეს, რამაც გერმანელი სპეციალისტის გაბრაზება გამოიწვია და თქვა, რომ ასეთი შეკითხვების დასმა ჟურნალისტებმა უნდა შეწყვიტონ.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ. ომი საშინელებაა, საშინელება. მე არასდროს განმიცდია ომი, ასე რომ ამაზე ლაპარაკისასაც კი თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან აქ მშვიდად ვზივარ და ამ მხრივ პრივილეგირებული ვარ. ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ კითხვების დასმა, რადგან მე თქვენთვის პასუხი არ მაქვს.

აბრამოვიჩის ახალი როლი „ჩელსიში“? პასუხის გაცემაც ზედმეტია, რადგან არ ვიცი დეტალები და სიტუაცია. ფეხბურთზე ბევრად მნიშვნელოვანი სიტუაციები არსებობს, საომარი სიტუაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, - თქვა ტუხელმა.

0.112675