საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა უნგრეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩ ჩაატარა და 1:0 მოიგო.
შეხვედრის ბედი მუხრან ბაგრატიონის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე პენალტით გაიტანა. პენალტი მასპინძლებმაც დაარტყეს, მაგრამ ვერ გაიტანეს. 84-ე წუთზე პაპუნა ბერუშვილმა ნორბერტ კისის აჯობა.
საქართველო და უნგრეთი ერთმანეთს ამხანაგურად კიდევ ერთხელ 3 მარტს გაეჯირებიან. აღსანიშნავია, რომ თამაშის დაწყებამდე ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა უკრაინას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
უნგრეთი - საქართველო 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბაგრატიონი (62, პენ)