ფეხბურთი

21:32 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

5-თვიანი პაუზის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი მოედანზე ბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ავსტრიული მედიის ცნობით, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნდა და საჩემპიონო ჯგუფში „შტურმის“ დახმარებასაც მოახერხებს. ადგილობრივი პრესა წერს, რომ გრაცული გუნდისთვის კიტეიშვილის დაბრუნება ნამდვილად იმედის დადებითი სხივია.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა სექტემბერში, ევროპა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში მიიღო. მას მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120016