ფეხბურთი

20:47 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ჩვენ მშვიდობა გვჭირდება და არა ადამიანების სიკვდილი"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უკრაინაში მიმდინარე ომზე კომენტარი გააკეთა და რუსეთის აგრესია დაგმო.

„ძალიან სამწუხარო ვითარებაა, ახლა 2022 წელია და ის, რომ ომზე ვმსჯელობთ, უბრალოდ დაუჯერებელია, წარმოუდგენელია და ამავდროულად არაგონივრულიც. ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ადამიანების სიკვდილი. ომი ნამდვილად არაფერზე არ არის პასუხი, მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა იმოქმედოს ხალხის სისულელების წინააღმდეგ და სოლიდარობით უპასუხოს“, - განაცხადა კონტემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132849