ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა რომან აბრამოვიჩი გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, რუს ოლიგარქს მშიშარა პოზიცია აქვს და ერთადერთი, რაც 20 წლის განმავლობაში სწორად გააკეთა, სიჩუმე იყო.
„მას სწორი განცხადება უნდა გაეკეთებინა, ალბათ აჯობებდა მისი პოზიცია აეხსნა, ანუ მხარს უჭერს თუ არა უკრაინაში ომს. ერთ-ერთი ჭკვიანური რამ, რაც ჩემი აზრით, რომან აბრამოვიჩმა ბოლო 20 წლის განმავლობაში გააკეთა, ის არის, რომ არ ლაპარაკობს, არ აკეთებს განცხადებებს. ის, რომ ლაპარაკობდეს, უფრო მეტ კითხვას დატოვებდა, ვიდრე პასუხებს. მისი მიდგომა, რომ კლუბის მმართველობა საქველმოქმედო ფონდობისთვის გადაეცა, იყო მშიშარა პოზიცია, ნათელია, რომ „ჩელსიში“ არაფერი შეიცვალება“, - თქვა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის შემდეგ „ჩელსის“ მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა, მაგრამ კლუბის მფლობელად ისევ დარჩა.