ფეხბურთი

15:51 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: „ვიმედოვნებთ, სეზონის ბოლოს დემბელე თავის გადაწყვეტილებას გადახედავს“

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჟურნალისტებს მისი გუნდის თავდამსხმელის, უსმანე დემბელეს შესახებ ესაუბრა. ფრანგ შემტევს სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და გაგრძელებას არ აპირებს.

„დემბელემ იცის ჩვენი წინადადების შესახებ. ყოველთვის გვინდოდა ჩვენთან დარჩენილიყო. ვიმედოვნებთ, სეზონის ბოლოს თავის გადაწყვეტილებას გადახედავს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Cadena Ser.

24 წლის დემბელე კატალონიურ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში „ბარსელონას“ მაისურით მან 16 მატჩში 2 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.

0.117364