ფეხბურთი

13:19 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსათი აღფრთოვანებული მარში

„ლიდსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯესი მარშმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღფრთოვანებულია გუნდის წინა დამრიგებლის, მარსელო ბიელსას მუშაობით, რომელმაც პოსტი 27 თებერვალს დატოვა.

„სიტყვებით ვერ გამოვხატავ აღფრთოვანებას და პატივისცემას ბიელსას მიმართ. მის მუშაობას გარედან ვაკვირდებოდი და ვხედავდი რასაც აკეთებდა. ის გმირია. წარმოუდგენელია, როგორ გაზარდა „ლიდსი“ პრემიერლიგის დონემდე.“ - ციტირებს მარშის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბიელსამ „ლიდსი“ 2018 წლის 15 ივნისს ჩაიბარა. 2019-20 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელონით გუმდმა ჩემპიონშიფი მოიგო და 16-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა პრემიერლიგაში. ამჯერად ის ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

მარში კი „ლიდსში“ მისვლამდე „ლაიპციგში“ მუშაობდა.

0.156087